სომხეთში სასწავლო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა

სომხეთის კოტაიკის რაიონში ავიაკატასტროფა განიცადა საბჭოთა წარმოების იაკ-52 ტიპის სასწავლო თვითმფრინავმა, რომლის ორივე პილოტიც ჩამოვარდნის შემდეგ დაიღუპა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანი და კურსანტი არმენ ხაჩატრიანი.

იაკ-52 მოდელის სასწავლო-საწვრთნელი საბჭოთა კავშირში 1979-1995 წლებში გამოდიდოდა. ეს თვითმფრინავები განკუთვნილია პილოტების საწვრთბელი ფრენებისთვის. მის ეკიპაჯში ორი წევრი – პილოტი და ერთი მგზავრი.
რადიო თავისუფლებას სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში განუცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 539-ე სტატიით, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო თვითმფრინავების მომზადების და ექსპლუატაციისა და ფრენის წესების დარღვევას და ასევე გულგრილობას, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანი დაღუპვა მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ