სომხეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს დილით ქალაქ ეღვარდთან მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.
აღინიშნება, რომ ინციდენტს ორი პილოტის – უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანისა და კადეტ არმენ ხაჩატრიანის – სიცოცხლეები ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ