სანქცირებულ საქონელს გერმანიიდან რუსეთის კომპანია „პრომტექი“ თურქი, სომეხი და ყაზახი პარტნიორებისგან იღებს-SZ

ნახევარგამტარები, ტრანზისტორები, ელექტრო სადენები, ლითონის შენადნობები და ათზე მეტი გერმანული კომპანიის სხვა ორმაგი დანიშნულების საქონელი რუსულ საწარმო „პრომტექსს“ მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მიეწოდება. ამის შესახებ საუბარია გერმანული გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“, სამაუწყებლო კომპანიების WDR-ისა და NDR-ის, ფრანგული Le Monde-ის და უკრაინულ პროექტ „თრაფ აგრესორის“ (Trap Aggressor) ერთობლივ გამოძიებაში.
რუსული საწარმო „პრომტექსი“ ამ საქონელს თურქული კომპანია „ენუტეკის“ (Enütek), ასევე სომხური და ყაზახური ფირმების მეშვეობით იღებს.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ იმ საწარმოებს შორის, რომელთა საქონელი რუსეთში ხვდება ისე კონცერნები შედიან, როგორიცაა „ინფინეონი“ (Infineon), „ტამპოპრინტი“ ( Tampoprint), ასევე „ლებრონზესა“ (Lebronze alloys) და „მოლექსის“ (Molex) გერმანული ფილიალები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ფირმა Molex-ის მიკროჩიპები რუსულ ფრთოსან რაკეტა X-101-ში გამოიყენება.
„ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ აზუსტებს, რომ აღნიშნული საქონელი რუსეთში შესაძლოა შუამავლების მეშვეობით გერმანული მწარმოებლების დაუკითხავად მოხვედრილიყო.
„პრომტექის“ გენერალური დირექტორი ვალერი შადრინია. ევროკავშირის მიერ ივნისში მიღებულ სანქციათა მე-14 პაკეტში გერმანიის ზეწოლით შერბილდა ე.წ. პარაგრაფი No Russia. ეს პარაგრაფი ითვალისწინებდა საბოლოო მწარმოებლებისათვის საქონლის მიწოდების აკრძალვას მესამე ქვეყნებში არსებული დობილი კომპანიების გზით და მათ დაჯარიმებას.
გამომძიებელი ჟურნალისტების კითხვაზე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა მათ უპასუხა, რომ სანქციებმა გერმანულ ინდუსტრიას უფრო მეტი ზიანი არ უნდა მიაყენოს, ვიდრე რუსულს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა „მთავარ არხზე“ – გამოძიება დაწყებულია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე

ნუგზარ წიკლაური – „ლელო“ და გახარიას პარტია შეერთდნენ ივანიშვილის სახელით – დღეს გახარიასგან გასაოცარი განცხადება მოვისმინეთ, თან ამომრჩეველს მოუწოდებს, მივიდეს „დიდგორში“ – ეს ნაბიჯი უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა