CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორისა და Microsoft-ის ცნობით, პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური შეფერხების პრობლემა აღმოფხვრილია.
“CrowdStrike აქტიურად მუშაობს მომხმარებლებთან, რომლებსაც ზიანი მიადგათ Window-ის გამშვები მოწყობილობებისთვის შექმნილი კონტენტ-განახლების გამო. ეს არ არის უსაფრთხოების ინციდენტი ან კიბერშეტევა. პრობლემა იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და ექვემდებარება გამოსწორებას. ჩვენი გუნდი სრულადაა მობილიზებული, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა CrowdStrike-ის მომხმარებლებისთვის”. – წერს CrowdStrike-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯორჯ კურცი X-ზე.
პრობლემის გამოსწორების შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე Microsoft-იც წერს. კომპანიის ინფორმაციით, შეფერხების გამომწვევი მიზეზი აღმოფხვრილია, ხოლო Microsoft 365-ის რამდენიმე აპლიკაცია და სერვისი “აღდგენილია და სრულად ფუნქციონირებს”.
18 ივლისს, მსოფლიო ავიაკომპანიები, აეროპორტები, ბანკები, სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კომპანიები, რკინიგზა და სავაჭრო ქსელები შეფერხებით მუშაობდნენ. მიზეზი პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების გლობალური გათიშვა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გლობალური შეფერხება, მათ შორის Microsoft Windows ოპერატიული სისტემის, ამერიკული კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიების კომპანია CrowdStrike-ის მიერ უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის განახლებამ გამოიწვია.
