უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკში რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო მსროლელებმა პოკროვსკის მიმართულებით რუსული “სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციების დაბომბვას ცდილობდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფ „ხორტიცას” ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა კიდევ ერთი „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს, რომელიც უკვე უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ