ვახტანგ ცინცაძე – ივნისში ექსპორტი დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ზრდის ტენდენცია სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ტანსაცმლისა და ტექსტილის ნაწარმის, ფეროშენადნობებისა და სხვა სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით დაფიქსირდა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების სახით, ადგილობრივი წარმოების ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს და ასევე აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის კუთხით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი