„როსენერგოატომი“ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსული კომპანია „როსენერგოატომის“ ინფორმაციით, როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ბლოკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადგურზე 19 ივლისს ავარია მოხდა, რამაც რადიაციული იზოტოპების გამოყოფა გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ძვირფასო აბონენტებო! ინტერნეტში ვრცელდება „ფეიკი“ როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული ავარიის შესახებ. ფრთხილად იყავით!” – ნათქვამია შეტყობინებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურის ბლოკები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და რადიაციული ფონი ბუნებრივ დონეზეა.

ასევე დაგაინტერესებთ