თამარ კორძაია – ჩვენი ერთიანობა გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად – ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ

ჩვენი ერთიანობა მუდმივად გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად – ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ და ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ამას მოაწერს ხელს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას მოიპოვებს, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას საარჩევნოდ გრძელვადიან საერთაშორისო მისიებზე და აღნიშნა, რომ მათი ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გრძელვადიანი საერთაშორისო მისიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მძიმე რეალობაში, როდესაც სახელისუფლებო პროპაგანდის ხმაურში გვიწევს, რომ გზა გავიკვლიოთ. გვაქვს კომუნიკაცია IRI-სთანაც და NDI-სთანაც და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს წინასაარჩევნო გარემოს, ს დღის და მისი შემდგომი დღეების ობიექტურ შეფასებაში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი