სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლითიუმის მიყიდვისას უპირატესობას ჩინურთან შედარებით, ევროპულ კომპანიებს მიენიჭებათ.
კერძოდ, სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინელ ავტომწარმოებლებთან შედარებით, ელექტრო ავტომობილების ბატარეებისთვის ლითიუმის შეძენისათვის უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ევროპელ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა: Mercedes-Benz-ს, Volkswagen-სა და Stellantis-ს.
ელექტრო ავტომობილების ბატარეებისთვის ლითიუმის შეძენის შესაძლებლობას მისცემს, რადგან სერბეთი უპირატესობას ანიჭებს ევროპელებს ჩინელ ავტომწარმოებლებთან შედარებით, – ამის შესახებ
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით სურთ ევროკავშირთან ურთიერთობები გაამყარონ.
„ევროკავშირს სჭირდება ლითიუმი ჩვენ კი გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან“, – განუცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-ს ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
მისივე თქმით, ჩინელმა ავტომწარმოებლებმაც გამოთქვეს ინტერესი, სერბეთისგან ლითიუმი შეეძინათ, მაგრამ „სერბეთი ამ საკითხს ევროპელებთან განიხილავს, რადგან ისინი ევროპის ერთგულები არიან”.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პარასკევს სერბეთში ვუჩიჩთან მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება, სადაც ძირითადი თემა ელექტრო მანქანებისთვის ბატარეების მიწოდების სქემის შექმნა იქნება. ვუჩიჩი, ასევე, ხელს მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ შექმნის შესახებ.
სერბეთმა აღადგინა 2 წლის წინ გაუქმებული ლიცენზია Rio Tinto-სთვის, ევროპის ყველაზე დიდი ლითიუმის მაღაროს განვითარების მიზნით, ევროპაში ელექტრომობილების ინდუსტრიის გასაძლიერებლად.
ვუჩიჩმა Handelsblatt-ს განუცხადა, რომ სერბეთი წლიურად 58 000 ტონა ლითიუმის მოპოვებას გეგმავს, რაც, დაახლოებით, 1,1 მილიონი ელექტრომობილისთვის არის საკმარისი. ეს რაოდენობა ევროპული ბაზრის დაახლოებით 17%-ია.
როგორც სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლითიუმის შემდგომი დამუშავება სერბეთში დაიწყება და ბატარეების დიდი ნაწილიც სერბეთში დამზადდება.
ათ წელზე მეტია, სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ გაწევრიანების პროცესი გაჩერებულია. პროცესის შეჩერების მიზეზი კანონის უზენაესობა, კორუფცია და სერბეთის ყოფილი პროვინციის, კოსოვოს სტატუსის შესახებ შეშფოთება გახდა. სერბეთი არის ერთ-ერთი იმ ორი ევროპული ქვეყნიდან, რომელსაც მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.