რომან გოცირიძე – ეს არის არაჰუმანური, შერჩევითი ამნისტია – არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა „ქართული ოცნებისათვის“ მიეცათ

ეს არის შერჩევითი ამნისტია – არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა “ქართული ოცნებისათვის” მიეცათ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ამნისტია არაჰუმანურია.
“ეს არის არაჰუმანური ამნისტია, შერჩევითი ამნისტია. აბსურდული ამნისტია თავისი შინაარსით, როდესაც შეწყალება ხდება ისეთი დამნაშავეების, რომელთა მიმართ გამოტანილია სასჯელი ,მაგალითად, 7-8 წლიანი, მაგალითად, ყაჩაღობა, საცხოვრებელ ბინაში შეჭრა ძარცვის მიზნით, ხოლო ზოგიერთი მუხლები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდების წინააღმდეგ წაყენებული მუხლები, რომლებიც ითვალისწინებს ჯარიმასაც კი და მცირე ხანგრძლივობის თავისუფლების აღკვეთას, არ არის შეტანილი. ეს არის შერჩევითი ხასიათის და არ არის გამორიცხული, წინასწარ ჰქონდათ სიები და დამუშავებული ჰყავდათ ოჯახები, რომ შემდეგ ამ ადამიანებს არჩევნებში ხმა “ქართული ოცნებისათვის” მიეცათ”, – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”