IT სისტემების გლობალური შეფერხება: მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში 1000-ზე მეტი ფრენა გაუქმდა.
ეს მაჩვენებელი – ამჟამად 1,078 – მოსალოდნელია, რომ გაიზრდება. ფირმა ასევე ამბობს, რომ დღევანდელი დღე იყო ყველაზე დატვირთული დღე გაერთიანებული სამეფოდან გამგზავრების კუთხით ამ წელს, დაგეგმილი 3200-ზე მეტი გამგზავრებით – ყოველდღიური გამგზავრების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ.
გერმანული ავიაკომპანიებმა Lufthansa და SAS Airline-მა განაცხადეს შეფერხების შესახებ. Lufthansa-მ განაცხადა, რომ ჯავშნების მიღება შესაძლოა შეზღუდული იყოს, SAS ამბობს, რომ მისი სერვისები სრულად ფუნქციონირებს, მაგრამ “ტექნიკური საკითხები” გავლენას ახდენს მის დაჯავშნაზე.
პრაღის აეროპორტი ასევე დაზარალდა შემოწმების სისტემის გათიშვით და ზოგიერთი რეისი დაგვიანდა.
გერმანული ავიაკომპანია Eurowings ასევე იტყობინება, რომ მისი ონლაინ რეგისტრაცია (check-in) ამჟამად არ მუშაობს.
შვეიცარიის უმსხვილესი აეროპორტი ციურიხში ასევე აცხადებს, რომ თვითმფრინავებს ვერ იღებენ.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ