რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, დაჭრილია 9 ადამიანი

რუსეთის არმიამ ხარკოვში, ჩუგუევის რაიონზე მიიტანა იერიში, შედეგად ჭრილობები მიიღო 9 ადამიანმა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ერთი ჭურვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა, შედეგად დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. მეორე ჭურვის აფეთქების შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, მშენებარე ხუთსართულიანი ნაგებობა და კერძო სახლი.
დაჭრილთა შორის ერთ-ერთი 14 წლის მოზარდია.
ს ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.