მიხეილ სააკაშვილი: პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და ბათუმი დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა

“ივანიშვილი აბოლებს თავისი მაფიოზური კლანის წევრებს, რომ მას ტრამპთან ყველაფერი გარკვეული და მოგვარებული აქვს.
მინდა შეგახსენოთ, რომ მაშინ, როდესაც ტრამპი მსოფლიოს საუკეთესო პრეზიდენტს მიწოდებდა და ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც ჩემს რჩევებს კითხულობდა, ივანიშვილი და მისი ჯგუფი მას “საერთაშორისო აფერისტს” ეძახდნენ და პირადად ივანიშვილმა შეაჩერა ტრამპის უმაგრესი პროექტი და დატოვა ტრამპ-ტაუერის გარეშე, რომელსაც უზარმაზარი ესთეტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ექნებოდა.
უკვე მაშინ გაირკვა, რომ ოლიგარქის მიტაცებულ ქვეყანაში ტრამპის ან სხვა ცნობილი ინვესტორების ადგილი აღარ რჩება.
სწორედ დონალდ ტრამპმა შემოიღო ფინანსური სანქციები მოლდოველი ოლიგარქის, პლახოტნიუკის წინააღმდეგ, რომელსაც ივანიშვილივით ჰქონდა მიტაცებული მოლდოვა.
ასევე, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, ვენსი ცნობილია მისი კრიტიკული გამონათქვამებით ოლიგარქებზე და ოლიგარქიებზე,” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა