საფრანგეთი 2100 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს, გადასცემს ჯავშანტექნიკას და ჰაუბიცებს

საფრანგეთი ს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკისა და ჰაუბიცების გამოყოფას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France Info ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის შამპან-არდენის პროვინციაში 2100 უკრაინელი ჯარისკაცი ორთვიან გადამზადებას გაივლის. უკრაინელი სამხედროები საფრანგეთის ძალებთან ერთად წვრთნებს ღია სივრცეში გაივლიან. ასევე, აღნიშნული 2100 სამხედროდან მცირე ჯგუფი სპეციალურად ტანკების მართვის მიმართულებით გადამზადდება.
ჯარისკაცების გადამზადების გარდა საფრანგეთის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე გულისხმობს უკრაინისთვის 128 ერთეული ჯავშანტექნიკის, 18 Caesar-ის ტიპის საარტილერიო იარაღის და 24 ერთეული მსუბუქი ტანკის გადაცემას.