IT სისტემების გლობალური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში ავიარეისები გაუქმდა

IT ტექნოლოგიების გლობალური შეფერხების გამო, მსოფლიოს მასშტაბით გადაიდო ფრენები, შეჩერდა საბანკო გადარიცხვები და გაითიშა ჯანდაცვის სისტემები, ზოგიერთი ტელეკომპანია კი მაუწყებლობას ვერ ახერხებს.
კომპანიებს შორის, რომლებსაც შეფერხება შეეხო „ამერიკის ავიახაზები“, „გაერთიანებული ავიახაზები“ და „დელტა ავიახაზებია“, რომლებმაც განაცხადეს, რომ კომუნიკაციის სისტემების პრობლემის გამო ფრენები გაუქმდა. როგორც Reuters-ს წერს, მსხვილი კომპანიების აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა Microsoft-ის განმარტება, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
„მესამე მხარის მიერ შემუშავებული ტექნიკური უზრუნველყოფის შეფერხება გავლენას ახდენს კომპიუტერულ სისტემებზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამ, სანამ პრობლემის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ, ყველა ხომალდს აეროპორტებში ვაბრუნებთ. ის თვითმფრინავები კი, რომლებიც უკვე რეისს ასრულებენ, დანიშნულების ადგილისკენ განაგრძობენ ფრენას“ — წერია ავიაკომპანია United-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავსტრალიის მთავრობის განცხადებით კი, ხარვეზმა გავლენა იქონია მედია, საბანკო და ტელესაკომუნიკაციო კომპანიებზე, რომლებიც იყენებენ კიბერუსაფრთხოების გლობალური ბრენდის Crowdstrike-ის მომსახურებას.
აღნიშნული კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა ნათქვამია, რომ პრობლემას პროგრამა Falcon Sensor იწვევს, რომელიც მაიკროსოფტის ოპერაციულ სისტემას თიშავს — მას არაფორმალურად „სიკვდილის ცისფერ ეკრანს“ უწოდებენ.
გამოცემა წერს, რომ ყველაზე მეტად ხარვეზმა ტურისტული ინდუსტრია დააზარალა, შეფერხებებია ტოკიოს, ამსტერდამის, ბერლინის და ესპანეთის რამდენიმე აეროპორტშიც. მომხმარებლებს ჯავშნების სისტემაში ხარვეზზე შეატყობინა Ryanair-მაც. დიდ ბრიტანეთში კი მოქალაქეები რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ექიმთან ვიზიტის დაჯავშნას.
ხარვეზის გამო მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეაჩერა Sky News-მაც. კომპანიაში განაცხადეს, რომ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას ვერ ახერხებენ. ავსტრალიაში, ინდოეთში და სამხრეთ აფრიკაში კი ბანკებმა მომხმარებლებს შეატყობინეს, რომ მათი სერვერები შეფერხებით მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნებამ“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

ბიძინა ივანიშვილი – კოლექტიური „ნაცმოძრაობა” ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებითაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება, ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ

პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი