Lineate-მა საქართველოში $25 მილიონის ინვესტიცია ჩადო – როგორია 2024 წლის გეგმა?

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Lineate-მა, რომელიც საქართველოში ორი წლის წინ შემოვიდა, უკვე 25 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამის შესახებ Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, წელს, Lineate-ი საქართველოში 10-12 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
“ჩვენთვის ეს წელი, საკმაოდ დადებითად დაიწყო; ვაგრძელებთ ინვესტირებას საქართველოში, თუმცა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მსოფლიო მასშტაბით, წლის მეორე ნახევარი არ არის იმდენად დადებითი, როგორიც 2023 წელი იყო“, – თქვა გიორგი ციკოლიამ და მიზეზად -ში, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული სიტუაცია მოიყვანა.
Lineate-ი საქართველოში 100-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და გეგმავს, ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ამასთან, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, მუშაობს და ვითარდება Lineate-ის ოფისები სომხეთსა და პოლონეთში.
Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა. Lineate პირველი კომპანიაა, რომელმა სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით – FDI გრანტით ისარგებლა.