ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც წელს სახელმწიფო ქონება ყველაზე ძვირად იყიდა

მიმდინარე წელს აუქციონზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 35 ქონება გაიყიდა, რომელთა შორის ყველაზე ძვირად, 34.2 მლნ ლარად ვაშლიჯვარში მდებარე ტერიტორია გასხვისდა.
თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, N36-ში მდებარე 65 402 კვ.მ. მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 34 220 000 ლარად გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონი მიმდინარე წლის 25 იანვარს დასრულდა.
ქონებასთან დაკავშირებით მომავალი მყიდველისთვის საპრივატიზაციო პირობები განსაზღვრული არ იყო. ამასთან აუქციონის პირობებში ნათქვამი იყო, რომ საპრივატიზებო ქონებაზე განთავსებული მოძრავი ქონება არ განეკუთვნებოდა პრივატიზების საგანს.
საპრივატიზებო ობიექტს კვეთს სს „თელასის“ საკუთრებაში არსებული (ელექტროგადამცემი ხაზი) ხაზოვანი ობიექტი, მყიდველმა შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების სრული დაცვით. ასევე საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე გადის თბილისი ენერჯის მიწისქვეშა მაღალი წნევის, ასევე მიწისზედა გაზსადენი მილი.
ტერიტორია შპს „იონფაშ ჯორჯიამ“ შეიძინა, რომელიც 2009 წელს არის დაფუძნებული. მისი დირექტორი და მეწილეები თურქეთის მოქალაქეები არიან.
კომპანიის დირექტორი – მერთ იუმუშაქერია, მეწილეები კი: ჰილმი დერინელი – 50%; უფუქ დერინელი – 23%; ადემ დერინელი – 22% და მერთ იუმუშაქერი – 5%. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა ნათქვამი, „იონფაშ ჯორჯიას“ აქვს სავაჭრო პუნქტების ქსელი საქართველოს მრავალ წერტილში, ფლობს 26.000 კვადრატული მეტრის ფართობის საწყობს და კომპანიაში დასაქმებულია 100 თანამშრომელზე მეტი.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავეჯის მასალები, მეტალპლასტმასის მასალები, სამშენებლო მასალების რეალიზაცია, ხის მასალების რეალიზაცია