ოპოზიციაში რაც არ უნდა გაერთიანდნენ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ვერ დაგვამარცხებენ, მძიმედაა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საქმე – ირაკლი კობახიძე

რაც არ უნდა გაერთიანდნენ, მათემატიკის კანონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, რაც არ უნდა გადანაცვლდნენ, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის ის, რომ გაერთიანდნენ იმისთვის, რომ სცადონ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
“როცა მთელი ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არასდროს აღემატებოდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 45 პროცენტს, ასეთ დროს ჩვენს დამარცხებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის ის, რომ გაერთიანდნენ იმისთვის, რომ სცადონ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. თუმცა უჭირთ ერთმანეთთან დალაპარაკება, მაგალითად, “ლელო”, გახარია, იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა გაახსენდათ უცებ, რომ ერთი მეორეს ეძახდა თაღლითს, მეორე პირველს ეძახდა თვალთხარიას.
ასეთ პირობებში მათ გაერთიანება ძალიან უჭირთ, რადგან საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არსებობს ამბიციები სიასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახო, გაგყავს პირობითად რვა კაცი, ამ რვაკაციან სიაზე შეჯერებაც უჭირთ. აქედან გამომდინარე, მცდელობები იქნება, მაგრამ გაერთიანება უჭირთ რეალურად. ასევე, ვიცით, რომ არსებობს ასეთი გეგმა, გადადგეს ს წინ და შეუერთდეს გახარიას ან “ლელოს”, ლომჯარია მიამატონ ამას. ლომჯარიათი და ზურაბიშვილით რომ გინდა, ფონს გახვიდე, აქ ჩანს, რომ ვინც ამას გეგმავს, კარგად არ აქვს დანახული პოლიტიკა. მძიმედ არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საქმე, მათ შორის იმ პოლიტიკური კლუბების საქმე, რომლებიც დაკავშირებულები არიან “ნაცმოძრაობასთან,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე