„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტს -ში აგრძელებს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა, რომელიც „მეგობარი აქტის“ ინიციატორია.
მისი თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ამოქმედება შეძლოს.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. შევხვდი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის „მეგობარი აქტის“ ინიციატორი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს მოქმედება და სანქციები აამუშაოს, მათ შორის ფინანსური სანქციები, ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას ესწრება, როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გლობალური პარტნიორი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაზე მიწვეული ერთადერთი ქართული პოლიტიკური პარტიაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში შედიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი;

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას