მესამე მსოფლიო ომის საფრთხე და კონფლიქტების დასრულება ერთი ზარით – რაზე ისაუბრა ტრამპმა

დონალდ ტრამპმა ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლით რესპუბლიკური პარტიის მიერ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა ოფიციალურად მიიღო. გასულ დღეებში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ტრამპი ამბობდა, რომ მან ტექსტი ხელახლა გადაწერა. გამოსვლა ერთიანობაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო და არსებობდა მოლოდინი, რომ ექსპრეზიდენტის ტრადიციული საუბრის მანერისგან განსხვავებული იქნებოდა, თუმცა ტრამპმა თავისებური საუბარი მაინც დაიწყო.
სიტყვა ტრამპმა მკვლელობის მცდელობაზე საუბრით დაიწყო, მხარდამჭერებეის ოვაციების ფონზე. მისი საუბრის დროს აუდიტორიაში ზოგიერთი დამსწრე ტიროდა. ტრამპის თქმით, თავდასხმაზე მეორეჯერ აღარ ისაუბრებს, რადგან ეს მძიმე მოსაყოლია. მან ასევე თქვა, რომ ის ღმერთმა გადაარჩინა. ექსპრეზიდენტმა პატივი მიაგო დაღუპულ მხარდამჭერს.
ამის შემდეგ ტრამპის ძირითადი აქცენტები საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და მიგრაციას ეხებოდა. ტრამპის თქმით, ქვეყანა დაღმასვლისკენ მიდის, სამხრეთ საზღვარზე “მასობრივი შემოჭრაა” და ამასთან ერთად მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინ დგანან.
ტრამპმა მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით ს ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა და წარადგინა გრაფა, რომელიც თავდასხმის დღესაც ნაჩვენები ჰქონდა და სროლის მომენტში სწორედ მას უყურებდა. მასზე ასახულია უკანონო მიგრანტთა რაოდენობის ზრდის რიცხვი.
“ამ გრაფის გარეშე მე დღეს აქ არ ვიქნებოდი.” – თქვა ტრამპმა.
ტრამპი საუბრობდა დაპირებებზე, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უდიდეს ოპერაციას ჩაატარებს.
“ეს მართლაც შემოსევაა,” – თქვა ტრამპმა, რომლსი მტკიცებითაც, მიგრანტები -ში ციხეებიდან და ფსიქიატრიული საავადმყოფოებიდან მიდიან.
არსებობდა მოლოდინები, რომ ტრამპი ჯო ბაიდენის სახელს არ ახსენებდა, თუმცა მან პრეზიდენტის პოლიტიკა 40 წუთი გააკრიტიკა და მისი სახელიც რამდენჯერმე ახსენა.
“მე მის სახელს მხოლოდ ერთხელ ვიტყვი… მეტჯერ აღარ ვიტყვი, მხოლოდ ერთხელ. ზარალი, რომელიც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა, ენით აღუწერელია.” – თქვა ტრამპმა ბაიდენზე.
ტრამპმა დადო პირობა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეკონომიკას კვლავ დააწინაურებს. მისი თქმით, ჩინეთს ეკონომიკური ზრდით წარმოუდგენლად უსწრებდნენ და მათ ეს იცოდნენ, – “ამას კვლავ გავაკეთებთ,” – თქვა საპრეზიდენტო კანდიდატმა.
ტრამპმა კვლავ ირწმუნებოდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ს საზღვარი ყველაზე უსაფრთხო იყო, ეკონომიკა კი უდიდესი.
მისი თქმით, პირველ რიგში საჭიროა მოქალაქეებმა ეკონომიკური შვება იგრძნონ და დადო პირობა, რომ პირველივე დღიდან აშშ-ში ფასების დაწევას შეუდგება. მან ბაიდენის ადმინისტრაცია საწვავსა და პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო გააკრიტიკა.
ტრამპმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაც. მისი თქმით არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე.
“ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ომი მძვინვარებს, კონფლიქტის საფრთხე აწევს ტაივანს, კორეას, ფილიპინებსა და მთელ აზიას და ჩვენი პლანეტა მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება.” – თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ თუ ეს ომი მოხდება, მასობრივი განადგურების იარაღის გამო ყველა სხვა ომისგან განსხვავებული იქნება.
ტრამპის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, “ცვლილების დროა”.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ომი არც ში და არც ღაზის სექტორში არ დაიწყებოდა. ტრამპი ყველა ომის დასრულების პირობას დებს.
“მე დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ შექმნა, მათ შორის საშინელ ომს რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. და ომს, რომელიც ისრაელზე თავდასხმამ გამოიწვია, რომელიც არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი. ირანი გაღარიბებული იყო. ირანს ფული არ ჰქონდა. ახლა ირანს 250 მილიარდი დოლარი აქვს. ეს ბოლო ორწელ-ნახევარში გამოიმუშავეს.” – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ქაოსური გამოსვლის გამოც გააკრიტიკა. მისი თქმით, ახლა თალიბანი ამერიკულ, ახალ იარაღს ყიდის, რადგან მათ ეს ყველაფერი ხელში ჩაიგდეს. მან ყურადღება გაამახვილა ბაგრამის ავიაბაზაზეც, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზა იყო და თქვა, რომ ახლა მას ჩინეთი აკონტროლებს.
ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს ომი არ ყოფილა – ერთადერთი ომი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ჰქონდა.
“ჩემს დროს ომი არ ყოფილა. ომები არ მქონია, ISIS-ის გარდა, რომელიც მე დავამარცხე, თუმცა ეს უკვე დაწყებული ომი იყო. ომები არ გვქონია. ომების შეჩერება ერთი ზარით შემიძლია.” – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა თავის უნგრელი მოკავშირე, პრემიერმინისტრი ც ახსენა. მან ხაზი გაუსვა, რომ ორბანს ტრამპის გაპრეზიდენტება სურს, რადგან ის ფიქრობს, რომ მსოფლიო პრობლემების მოგვარება შეეძლება. ამის შემდეგ მან აშშ-ს ძველი ადმინისტრაციებიც გააკრიტიკა.
“თანამედროვე დროში პირველი პრეზიდენტი ვიყავი, რომელმაც ახალი ომი არ დაიწყო, იცით? ყველაზე ძლიერები ვიყავით, ყველაზე პატივცემულები […] პრეზიდენტი ბუშის დროს საქართველოში შეიჭრა, პრეზიდენტი ობამას დროს რუსეთმა აიღო, მიმდინარე ადმინისტრაციის დროს რუსეთი მთელი უკრაინის დაპყრობას ცდილობს. პრეზიდენტი ტრამპის დროს, რუსეთმა ვერაფერი დაიპყრო.” – თქვა ექსპრეზიდენტმა.
ტრამპმა საკუთარი სიტყვით გამოსვლა ტრადიციული სიტყვებით დაამთავრა: “ჩვენ ძალიან მალე კვლავ გავხდით ამერიკას დიდებულს” – თქვა მან და მხარდამჭერებსა და დარბაზს მადლობა გადაუხადა.