გია ჯაფარიძე – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტი, არ ნიშნავს, რომ ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს – ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება

პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერის, გია ჯაფარიძის განცხადებით, ის, რომ პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტით იმყოფება, არ ნიშნავს, რომ ის მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
გია ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.
„ის, რომ არის გაერთიანებულ სამეფოში, არ ნიშნავს, რომ მას აქვს მაღალი დონის შეხვედრები, მაღალი დონის შეხვედრა არ ჰქონია. პრემიერ მინისტრის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს და დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი და საქართველოს მოქალაქეები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ იწვევენ საერთაშორისო ფორუმებში და ისინი არ იმყოფებიან საერთაშორისო იზოლაციაში. სინამდვილეში, საქართველოს ხელისუფლება არის ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში, ამას ადასტურებს თუნდაც ის კადრები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა იხილეს გუშინ“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ

ასევე დაგაინტერესებთ