თელ-ავივში დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, არის მსხვერპლი

თელ-ავივის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს ასაფეთქებლებით დატვირთული დრონი დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა, ს თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გადამოწმებული არ არის, რამდენად სწორია ეს განცხადება.
ისრაელის საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული პირველადი გამოძიების თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატი იდენტიფიცირებული იყო, მაგრამ ადამიანური შეცდომის გამო, საჰაერო თავდაცვა არ ჩაერთო და გამაფრთხილებელი სირენებიც არ ჩართულა.