ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, დაბალია ინვესტიციების მოცულობა მაღალმთიან დასახლებებში – სტრატეგია 2024-2030

ბიზნეს სექტორის ინვესტიციების თვალსაზრისით, მაღალმთიანი დასახლებების წილი მთელი ქვეყნის ინვესტიციების მაჩვენებლის, 2021 წლის მდგომარეობით, მხოლოდ 3.4%-ია – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია ვკითხულობთ.
დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის შემდეგ ბიზნეს სექტორის ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების შედინება-მატებით და კლებით ხასიათდებოდა. მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, დაბალი რჩება ინვესტიციების მოცულობა.„
„მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 2021 წელს დასაქმებულად აღირიცხა 49.8%-ით მეტი ადამიანი, ვიდრე 2014 წელს. მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვაობა, შესაძლოა, სტატისტიკის მეთოდოლოგიაში ცვლილებით იყოს განპირობებული.
ოფიციალურად დასაქმებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ბორჯომის და ახალციხის მუნიციპალიტეტებშია, ასევე საკმაოდ მაღალია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი, შედარებით მცირეა თიანეთის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 2021 წელს, 2014 წელთან შედარებით, 34% პროცენტით არის შემცირებული მესტიის მუნიციპალიტეტში და 16%-ით ახმეტის მუნიციპალიტეტში“, – წერია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ