ჩეჩნეთის მეთაურის შვილი, 15 წლის ადამი ამჯერად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის კურატორად დანიშნეს. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დეპუტატმა და რამზან კადიროვის მარჯვენა ხელმა, ადამ დელიმხანოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
აქამდე, რამდენიმე თვის წინ ადამ კადიროვი მამამისის უსაფრთხოების სამსახურის მეთაურად დანიშნეს.
“ეს დაწინაურება ჩვენი ერის რელიგიური, ოჯახური და კულტურული ღირებულების დაცვასთან დაკავშირებით ადამის მნიშვნელოვანი დამსახურებების სამართლიანი შედეგია”. – წერს ადამ დელიმხანოვი.
კადიროვის 15 წლის შვილის დაჯილდოებები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზარდმა კამერის წინ სცემა ყურანის დაწვაში ბრალდებულს. ვიდეომ რუსეთის საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა პოლიციამ საქმის წარმოებაზე უარი თქვა, გამართლებით, რომ ადამის ასაკის მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასაკის გათვალისწინებით ოფიციალურად მას არც ზოგიერთი ნახსენები ორდენის მიღება შეეძლო.
გასულ თვეებში ადამ კადიროვი 8 სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვეს.