სამიტზე კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება – ირაკლი კობახიძე

ვმონაწილეობ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი წერს.

„50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი, ქალაქ ვუდსტოკში, ბლენჰაიმის სასახლეში მასპინძლობს.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მივიღებ მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.

ყურადღებას გავამახვილებ განსაკუთრებულ როლზე, რომლის შესრულება საქართველოს დაკავშირებადობის კუთხით შეუძლია.

ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან. დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისა და შავი ზღვის რეგიონისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ევროპელ პარტნიორებთან საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზეც.

კოლეგებთან კომუნიკაციისას საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება ევროკავშირის გაფართოება.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველ საკითხებს შორისაა ში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია. სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები“, – წერს ირაკლი .