დონალდ ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს საზღვრის დაკეტვით, კედლის მშენებლობის დასრულებით და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ს განცხადებით, ს ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია -ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.
„ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, – აღნიშნა ტრამპმა მილუოკიში, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას.
„დავასრულებ არალეგალური მიგრაციის კრიზისს ჩვენი საზღვრის დაკეტვით და კედლის დამთავრებით, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე ავაშენე“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის დაწყების დაპირებას იძლევა. ტრამპის განმარტებით, მან ეს დეპორტაცია იქნება „კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დეპორტაცია.“

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას