უკრაინის იერიშების ფონზე, პუტინის რეზიდენციასთან საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს

მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ს ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების სიხშირეს მოუმატა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაში, რომელიც მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარეობს, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
სატელიტური სურათებიდან ჩანს, რომ ნოვგოროდის რეგიონში, ვალდაის ტბასთან მდებარე პუტინის რეზიდენციის დასაცავად Pantsir-S1-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები განალაგეს.
რადიო თავისუფლების ცნობით, სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსული Pantsir-S1-ის სისტემები რეზიდენციის დასაცავად 2023 წლის სექტემბრიდან მიმდინარე წლის მაისის თვის შუალედში განათავსეს. ამ პერიოდში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონების მეშვეობით შორ მანძილზე მიტანილ იერიშებს მოუმატა.
Maxar Technologies მიერ გადაღებული სურათებიდან ჩანს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები რეზიდენციის ტერიტორიაზე სტრატეგიულად არის განლაგებული.
Pantsir-S1-ის სისტემები მოკლე მანძილზე მოქმედი დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების გასანეიტრალებლად არის შექმნილი.
ბოლო პერიოდში უკრაინამ დასავლური ქვეყნებისგან მიიღო ნებართვა, რომ მათ მიერ მიწოდებული სამხედრო შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე იერიშებისთვის გამოიყენოს.
· POLITICO: -მ უკრაინას ხარკოვთან, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა
· უკრაინას რუსეთში სამხედრო სამიზნეებზე გერმანული იარაღის გამოყენება შეუძლია – შოლცი
· უკრაინას ბრიტანული წარმოების რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება შეუძლია – სტარმერი
გასულ თვეებში უკრაინამ არაერთხელ აღნიშნა, რომ თავდაცვისა და რუსული თავდასხმების მოგერიებისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებია საჭირო.