The Telegraph: ობამამ თანაპარტიელებს უთხრა, რომ ბაიდენმა უნდა განიხილოს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვა

გამოცემა The Telegraph წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თანაპარტიელებს უთხრა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სერიოზულად უნდა განიხილოს საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვა.
გამოცემის მიხედვით, ობამა ბოლო პერიოდში ხშირად ესაუბრება თანაპარტიელებს, რომლებიც შეშფოთებულები არიან ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთია დემოკრატიული პარტიის სპიკერი წარმომადგენელთა პალატაში, ნენსი პელოსი, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ესაუბრა და უთხრა, რომ კვლევების მიხედვით, თუ ის კანდიდატურას არ მოხსნის, არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
Telegraph-ის მიხედვით, ობამა პრეზიდენტ ბაიდენს ტელეფონით პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ მხოლოდ ერთხელ ესაუბრა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ბაიდენმა ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა განიხილოს.
ამასთან ერთად, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ კონგრესის ლიდერები და ახლო მეგობრები აპირებენ, პრეზიდენტი დაარწმუნონ, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშოს.
მათი ცნობით, შესაძლოა ბაიდენი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში არაუმეტეს მიმდინარე კვირის ბოლომდე დაითანხმონ.