რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში – ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, NPR-ის ეთერში, სთვის სანქციების დაწესების საკითხზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
„უკრაინული სცენარი ზუსტი ასლია იმისა, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, მას მარტო ვებრძოდით. დიახ, გვქონდა დასავლეთის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ სამი თვის შემდეგ რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი ინტერესები – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? თუ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, რატომ უნდა დაიზიანო საკუთარი თავი?“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ