ზოგადად, საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს არის, რომ როგორც კი რეგიონში, გლობალურად შეიცვლება და დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა, ბევრი რამე იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე. […] პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, უკრაინაში დასრულდეს ომი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება და დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველანაირად დადებითად აისახება ზოგადად რეგიონში პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე.
ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას. ქართული ოცნების ლიდერი გაერთიანებულ სამეფოში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს ესწრება.