ხანდაზმული თაღლითების პარტიის აზრით, ბორელიც და ბლინკენიც უღირსი პოლიტიკოსები არიან – ლევან ნიკოლეიშვილი “ლელოს”

პარტია “ლელოს” საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას შეფასებას, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა ესწრებოდეს ისეთ სხდომებს, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ესწრება, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის აღნიშნავს, რომ, ხანდაზმული თაღლითების პარტიის აზრით, ბორელიც და ბლინკენიც უღირსი პოლიტიკოსები არიან.
“აღნიშნულ მინისტერიალს ესწრება ევროკომისიის ხელმძღვანელი, ჯოზეფ ბორელი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ესე იგი, ხანდაზმული თაღლითების პარტიის აზრით, ბორელიც და ბლინკენიც უღირსი პოლიტიკოსები არიან. “ლელო”, ხო მშვიდობა გაქვთ?”, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ