რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა მოლდოვას, ევროკავშირის სანქციების რეჟიმთან შეერთების გადაწყვეტილების გამო, პასუხის გაცემით დაემუქრა.
“ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მომდევნო მტრულ ნაბიჯს, რომლის მიზანია რუსულ-მოლდოვური ურთიერთობების განადგურება. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ეს ჩვენგან უპასუხოდ არ დარჩება”. – თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას გადაწყვეტილებაზე საპასუხო ქმედებით 24 ნოემბერსაც, გავრცელებულ განცხადებაში ემუქრებოდა.
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებას ხარი დაუჭირა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს პარტიის 62-მა დეპუტატმა. გარკვეულ ინდივიდებზე სანქციების დაწესების გარდა, მიღებული კანონპროექტის მიზანია ოლიგარქებისა და გავლენიანი ბიზნესმენების ბოროტი გავლენის კონტროლიც. ხმის მიცემაზე უარი თქვა ოპოზიცაში მყოფმა პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ.
ამ თვეში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია დაწყებულიყო მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.