აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს

აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებს
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი -ის პრეზიდენტობის კანდიდატ, ს მკვლელობის მცდელობის შესახებ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ახალ მასალებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბაიდენის გარემოცვაც არის ეჭვმიტანილი, რაც, დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ძვირად დაუჯდება.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა კოვიდით დაინფიცირებაზე გააკეთა განცხადება. ამერიკელი ექსპერტების აზრით, ეს ძნელი დასაჯერებელია. თვლიან, რომ მას დაჭირდა ყალბი დიაგნოზი მას შემდეგ, რაც „ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ” (NSA) მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც ბაიდენის გარემოცვას ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან აკავშირებდა. როგორც იძახიან, „ჯიუტი” ბაიდენისთვის ეს არის უკვე უკანასკნელი არგუმენტი, რომელსაც შეუძლია დაარწმუნოს იგი დატოვოს საარჩევნო კამპანია. მაგრამ, ეს, ასევე, მთელი დემოკრატიული პარტიის კრახს ნიშნავს. ამ დღეებში კონგრესის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა კონგრესის დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
ეს განცხადება გაკეთდა მაშინვე მას შემდეგ, რაც NSA-მ თავისი გამოძიების მონაცემები გაუგზავნა კონგრესის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების ხელმძღვანელობას. NSA-ს გააჩნია ნებისმიერი ტელეფონის მოსმენის შესაძლებლობა. NSA-ს დირექტორი პოლ ნაკასონე ამავდროულად არის CyberCom-ის (კიბერნეტიკული სარდლობის) ხელმძღვანელი. NSA-ს ანგარიშში იყო რაღაც, რამაც აიძულა კონგრესი, არ ენდოს იმ საიდუმლო სამსახურს, რომელიც უზრუნველყოფდა ბაიდენის უსაფრთხოებას.
სხვათა შორის, NSA-ს ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას შეუძლია აბონენტების მოსმენა მთელს მსოფლიოში, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისა და სხვა ოფიციალური პირების, საიდუმლო სამსახურების ჩათვლით. ამ ეტაპზე, აი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება: თუ NSA-ს აქვს შეთქმულების უტყუარი მტკიცებულება, მაშინ რესპუბლიკელები ავტომატურად შეწყვეტენ „ორპარტიული კონსენსუსით” გათვალისწინებულ ყველა შეთანხმებას.
ამ „ორპარტიული კონსენსუსის” გარშემო განხეთქილება შეიძლება ჩამოყალიბდეს უკვე აგვისტოში. ნენსი პელოსი და ჰილარი კლინტონი ცდილობენ რაღაც „აგონიურ” მცდელობებს მიმართონ და უკვე მოაწერეს ხელი წერილს, რომელშიც ბაიდენს საარჩევნო კამპანიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ყველა იმის მოლოდინშია, რომ ობამა და ბუში-უმცროსიც შეუერთდებიან ამ მოწოდებას. წერილს, ასევე, მოაწერეს ხელი რამდენიმე სენატორმა, კონგრესმენმა და CIA-ს და პენტაგონის ყოფილმა ხელმძღვანელებმა. ჩვენ კი მათ ცნობილ გამონათქვამს შევახსენებთ: „გვიანია „ბორჯომის” დალევა, თუკი ღვიძლი დაიშალა“. – წერს დავით ქართველიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ