პისტორიუსი: აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, -ს შემდეგ პრეზიდენტად ს არჩევა ევროპისთვის კატასტროფული იქნება. ამის შესახებ პისტორიუსმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე ისაუბრა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, თუ აშშ-ს მომდევნო არჩევნებში კვლავ მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აირჩევენ ეს “ბევრად უკეთესი იქნება”, თუმცა, ბაიდენის ლიდერობის დროსაც “პროგნოზირებადია, რომ აშშ უფრო მეტად ყურადღებას ინდო-წყნარი ოკეანისკენ გადაიტანს”.
“თუ ამას გააკეთებენ, ალბათ ევროპის პოლიტიკაში ჩართულობის იგივე დონის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპელებს NATO-ს ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ”. – თქვა პისტორიუსმა.
ამავდროულად, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებს შორის შეიარაღების სფეროში თანამშრომლობა თავსებადი სისტემების შექმნაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ასევე დაგაინტერესებთ