FB-ზე ყალბ პროფილებს ქმნიდა და მოქალაქეებს თანხის სესხებას სთხოვდა – თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა. აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა.
ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, -წერია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

შალვა პაპუაშვილი – მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს – 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობაა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ხელში ავიღეთ

შალვა პაპუაშვილი – წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია?