ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „საქპატენტი“ თავის უფლება-მოვალეობებს წარმატებით ახორციელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი -„საქპატენტი“ ადმინისტრირებას უწევს სასაქონლო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების გაცემისა და მართვის მარეგულირებელ სისტემას.
ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში გაუმჯობესდა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულება.
„კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეფექტიანი მუშაობის შედეგად შემცირდა არალიცენზირებული კომპიუტერული პროგრამების, მეკობრული ვიდეო/აუდიო ჩანაწერებისა და ონლაინ სივრცეში სხვა არალიცენზირებული კონტენტის ხელმისაწვდომობა და გამოყენება.
-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით კოორდინირებას უწევს მთავრობის მიდგომას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ხორციელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, აღნიშნული საბჭო წარმოადგენს ეფექტიან პლატფორმას იმისათვის, რომ სამთავრობო დაწესებულებებმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ მოსაზრებები გაცვალონ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

შალვა პაპუაშვილი – მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს – 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობაა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ხელში ავიღეთ

შალვა პაპუაშვილი – წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია?