კობახიძე: ევროპელ კოლეგებთან ვისაუბრებ ჩვენს მნიშვნელოვან როლზე დაკავშირებადობის კუთხით

დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მე-4 სამიტში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მთავარი თემა არის ენერგეტიკული დაკავშირებადობა. გავუზიარებ ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით, სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი ევროპელ კოლეგებთან.
[…] ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც ევროპისთვის, შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება ძალიან საინტერესო.