ირაკლი ზარქუა – „ხაბე“ არის მკაცრი – 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! – ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება

„ხაბე“ არის მკაცრი – 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! – ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება, – ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი .
ზარქუას შეფასებით, მელია და ხაბეიშვილი „ხელმოცარულები“ არიან.
„მელია, ჩემო ძმაო, 4 საათამდე გაქვს ვადა, ასე რომ, ჩამოყალიბდი, გინდა ,,ნაცებში“ ყოფნა? 4-მდე მისცა ვადა, „ხაბე“ არის მკაცრი, დაუნდობელია, შეუბრალებელი, არ გადათქვამს! ვუყუროთ ახლა ამ ხელმოცარულებს. ის კაცი შევარცხვინე, „ხაბე“ რომ გამოგაგდებს პარტიიდან და მეორედ შევარცხვინე კიდევ, ისევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები – გაგდებენ, პანჩურს გირტყამენ ხან პირდაპირ ეთერში, ხან ეთერს მიღმა და მაინც ებღაუჭები. ჩემს „ხაბეზე“ არაფერს ვიტყვი, რაც ვთქვი, ისიც ეყოფა”, – განაცხადა ზარქუამ.
ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.
„მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს – ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ს წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.