პიტერ სიიარტო – თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს

უნგრეთი მზადაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებისთვის მხარეებს თავისი ტერიტორია შესთავაზოს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, მე დავუკავშირდი მინისტრ ლავროვს და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ ერმაკს და ორივეს ერთი და იგივე ვუთხარი – რომ უნგრეთი ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
მისი მტკიცებით, ბუდაპეშტი მზადაა ნებისმიერი ადგილის შესათავაზებლად, სადაც სა და უკრაინის წარმომადგენლებს ექნებათ თანაბარი პირობები, თანაბარი უსაფრთხოება და თანაბარი შანსები.
„ასე რომ, თუ დაგჭირდებით, თქვენს განკარგულებაში ვართ“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, -ის საპრეზიდენტო არჩევნები გარდამტეხი იქნება კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების კუთხით. თუ გაიმარჯვებს, მაშინ, სიიარტოს თქმით, გაჩნდება შანსი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს.
„ვფიქრობ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ამ მხრივ გარდამტეხი იქნება.
ვფიქრობ, რომ თუ პრეზიდენტი ტრამპი გაიმარჯვებს, გაჩნდება კარგი შანსი, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების წელსვე დაიწყოს, რადგან თუ პრეზიდენტი ტრამპი გაიმარჯვებს, აშშ-ის პოზიცია შეიცვლება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის