თინა ბოკუჩავა – აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს – დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება

აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია -ში ვიზიტს აგრძელებს. „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის დელეგაციის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან, სენატორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიმყოფებით მილუოკში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სადაც ოფიციალურად დასახელდება, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის