უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი და ორი რაკეტა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, 2024 წლის 18 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით Shahed-131/136 ტიპის 16 დრონი და სამი რაკეტა გაუშვეს.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად, უკრაინელმა ცის დამცველებმა სამიზნეები დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, სა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ