ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

დღეს, ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, კერძოდ მისი მოსკოვში ვიზიტი დაგმო.
რეზოლუციას, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ადასტურებს, კენჭისყრაში მონაწილე 679 ევროპარლამენტარიდან ხმა 495-მა მისცა.
რეზოლუცია რუსეთში ვიქტორ ორბანის ვიზიტს გმობს და „ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს ის ევროკავშირს არ წარმოადგენდა და მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის ხელშეკრულებებისა და საერთო საგარეო პოლიტიკის უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.
ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის მიერ მიღებული რეზოლუცია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და სხვა სახის დახმარების გაგრძელების, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესახებ მოწოდებებს შეიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები