ჯეი დი ვანსმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადა

ამერიკელი სენატორი, 39 წლის ჯეიმს დევიდ ვანსი (ჯეი დი ვანსი) ოფიციალურად დასთანხმდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობას. ეს 17 ივლისს, საღამოს მოხდა მილუოკიში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე.
ორი დღით ადრე, 15 ივლისს, როცა ყრილობის პირველ დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით ოფიციალურად წარადგინეს -ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.
17 ივლისს, რესპუბლიკელების შეკრებაზე გამოსვლისას ვანსმა პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპი ამერიკას პირველს გახდის. ჯეი დი ვანსი, რომელიც წლების წინ დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებდა და „ამერიკის ჰიტლერს” უწოდებდა, დღეს მისი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია.
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, 15 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვანსს შორის. ბაიდენმა ვანსს „ტრამპის კლონი“ უწოდა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში