2023 წელს რუსეთში ღვინის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო, ლიეტუვისა და იტალიის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს – ამის შესახებ “ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის” მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ვკითხულობთ.
AAWE-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ღვინის მწარმოებლებს შორის იტალია და საქართველო რუსეთში უმსხვილესი პირდაპირი ექსპორტიორები არიან, სხვა ქვეყნებიდან კი ღვინო რუსეთში ლიეტუვისა და ლატვიის გავლით შედის.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოდან რუსეთში 168.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა – აღნიშნული მონაცემებისთვის კი AAWE გაეროს სავაჭრო მონაცემთა ბაზას ეყრდნობა.