არესტოვიჩი პირდაპირ ადანაშაულებს უცხოურ ძალებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესებს შეეწირა – გურამ მაჭარაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ს განცხადებები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
არესტოვიჩმა, საკუთარ ონლაინბლოგში, ომზე, რუსეთზე, ნატოსა და დასავლეთის ინტერესებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,” – აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი სვამს კითხვას, “ბევრი ამბობდა, ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ, პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?”.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ არესტოვიჩი უცხოურ ძალებს ადანაშაულებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესებს შეეწირა.
“არესტოვიჩმა, პრაქტიკულად, “ხალხის ძალის” წერილებიდან წაიკითხა ამონარიდი – ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, უცხოური ძალები, რომლებსაც უნდოდათ მეორე ფრონტი, ის ძალები დაადანაშაულა უკრაინის გაწირვაში. იმედია, ახლა არ იტყვიან, რომ არესტოვიჩი “ხალხის ძალის” წევრია და ამიტომ ლაპარაკობს ამ ტექსტებით. დასანანია, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაგვეწირა იგივესთვის.
ამიტომაც იყო ეს პოლიტიკა და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რაც არახამიას განცხადებაში იყო, რომ თურმე, სტამბულის შეთანხმებაში იყო ის პუნქტები, რომელიც თურმე, როგორც არესტოვიჩი ამბობს, შეიძლებოდა სათავისოდ გამოეყენებინათ. აქ, ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ის პირდაპირ ადანაშაულებს უცხოურ ძალებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესებს შეეწირა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ – დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს

4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე – ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი

თბილისი იყო და რჩება საქართველოს ისტორიული მისიის სიმბოლოდ. ამ მისიიდან გამომდინარე, თბილისის განვითარებას ყოველთვის თან ახლდა და ახლავს მრავალი სირთულე, გამოწვევა, რომელთა დაძლევა მუდმივ ძალისხმევას და შრომას საჭიროებს