ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა, დონეცკის “შახტარის” შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. უკრაინული გუნდი ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “ანტვერპენს” დაუპირისპირდა და 1-0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი მატვიენკომ გაიტანა. ორივე ქართველმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და თამაშის ბოლოს საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. ამ მოგებით, “შახტარმა” 9 ქულა მოაგროვა და ბოლო ტურის წინ პლეიოფში გასვლისთვის იბრძვის.