დასავლეთი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მეთიუ მილერი გამოდის და იძახის, ხელისუფლება არასწორ გზაზე დგას, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოსახლეობას. აი ამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს [ხელისუფლებას] და იმას როგორ დაელაპარაკება, მაინტერესებს ერთი, მეთიუ მილერი. […]
დასავლეთმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის რკინის ფარდა ჩამოიხსნა. ვინც არიან ჩანან. ფაქტიურად, აგენტურა ზუსტად მაგათ ჰყავთ ჩასმული ე.წ. ოპოზიციის სახით, ნაციონალური მოძრაობისა და ომის პარტიის სახით. […]
აღარ არიან [სტრატეგიული პარტნიორები], მორჩა უკვე. როდესაც გამოდის მათი ერთ-ერთი ლიდერი… სხვადასხვა პარტიებია, არ ვიცი ახლა, დიდი ალბათობით, ალბათ, რესპუბლიკელები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, რა პოზიციას დაიკავებენ, წინასწარ არ ვიცი. მაგრამ რაც გუშინ თუ დღეს გააკეთა მეთიუ მილერმა, ეს სახელმწიფო მოხელეს არ უნდა გაეკეთებინა, რა მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო.
