“ნაციონალური მოძრაობისთვის” რეკომენდაცია გვაქვს: თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია – გურამ მაჭარაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ პარტიებში აფასებენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” წევრი, გურამ მაჭარაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩევს, “თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ.”
“ნაცმოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი საერთოდ გამორჩებათ, “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ რეკომენდაცია გვაქვს, რა გახდა, თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან “ვივამედში”. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, იქ დახვდებათ ბოტასები და აღარ იქნება ბრძოლა პარტიის თავმჯდომარისთვის. აქედან გამომდინარე, ეს რეალობაა ახლა “ნაცმოძრაობაში” და თუ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, მიხოხდებიან 2024 წლის არჩევნებამდე,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას