ცოლი მოიყვანა ამ ბიჭმა და ამის გამო მოხდა ეს ამბავი – საგარეჯოში მოკლული კაცის მეზობელი

კახეთში, მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თულარში მოხდა.
ადგილობრივების განცხადებით, ეჭვმიტანილმა მრავლობითი ჭრილობები ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა, ამის შემდეგ კი მის ქმარს რამდენჯერმე ესროლა.
“ვიღაც ცოლი მოიყვანა ამ ბიჭმა და ამის გამო მოხდა ეს ამბავი. სულ მოკვლით ემუქრებოდა. დაახლოებით 3 თვეა, რაც ცოლად მოიყვანა და წუხელ მოუკლავს”, – აცხადებს მეზობელი.
40 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. საავადმყოფოშია მოთავსებული დაჭრილი ქალი. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს