გერმანიაში რუსეთის ორი მოქალაქე გაასამართლეს რუსული დრონებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობით ვაჭრობისთვის

გერმანიაში განაჩენი გამოუტანეს ს ორ მოქალაქეს, რომლებიც ევროკავშირის ემბარგოს დარღვევით რუსეთს “ორლან -10” დრონების წარმოებისათვის საჭირო ელექტრონაწილებს აწვდიდნენ.

ამ საქმეზე გერმანიისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამავე განსასჯელის ცოლმა, რომელიც იმავე საქმეში იყო თანამონაწილე, დანაშაულის ჩადენაში დახმარებისთვის ერთი წლისა და ცხრა თვის პირობითი სასჯელი მიიღო. მას ასევე ჰქონდა გერმანიის და რუსეთის მოქალაქეობა. განაჩენი გამოტანილი იქნა შტუტგარტის ბადენ-ვიურტემბერგის ერთ-ერთი სასამართლოს მიერ და დღემდე შეიძლება გასაჩივრდეს გერმანიის უზენაეს სასამართლოში.
მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ 59 წლის ბრალდებულმა 2020 წლიდან 2023 წლის მარტამდე რუსულ კომპანიას ელექტრონული ნაწილები 54-ჯერ მიაწოდა. რუსეთის მკვიდრი, 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ავტობუსის მძღოლად და ამავე დროს დაკავებული იყო ელექტრონიკის ვაჭრობით. მისი კომპანიის Industrial Components ICW-ის მეშვეობით ჰოისვაილერში, მან ტრანზისტორები და სხვა სათადარიგო ნაწილები დიდი მოცულობით მიჰყიდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ რუსულ საწარმოს. ბევრი სათადარიგო ნაწილი გამოიყენებოდა “ორლან-10” დრონების წარმოებაში. რუსეთის არმია ამ დრონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
თავის 54 წლის თანამზრახველთან ერთად, მსჯავრდადებულმა რუსეთს გადასცა დაახლოებით 120 ათასი ნაწილი ში ომისთვის გამოყენებული დრონებისთვის. ზოგადად, ორივემ თავისი ბიზნესიდან დაახლოებით 900 ათასი ევრო გამოიმუშავა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ფული მათ ჩამოერთვათ.

ასევე დაგაინტერესებთ